მწერლებისა და აკადემიური სფეროს წარმოამდგენლების შემდეგ დასავლეთს რეაგირების მოთხოვნით მიმართავენ საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებიც.
მათი თქმით, დღეს ხელისუფლების ავტოკრატიული ზრახვები უკვე აშკარაა და ეს ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.
"გუშინდელმა დღემ ჩვენ მოგვცა იმის საბაბი, რომ გავერთიანებულიყავით და მიგვემართა საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ ეს არის ფაქტობრივად სამოქალქო საზოგადოების ბრძოლა შიშველი ხელებით დიდი იმპერიის წინააღმდეგ და ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა ", - თქვა გამომცემლობა "ინტელექტის" საერთაშორიო ურთიერთობების მენეჯერმა, გვანცა ჯობავამ.
საგამომცემლო წარმომადგენლებთან ერთად განცხადებას ხელი მოაწერეს მწერლებმა და პოეტებმა. ასევე ცალკე განცხადება გაავრცელეს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმაც. ყველა მათგანი ხელისუფლებას მიმართავს, რომ დროულად გადადგან ნაბიჯები და დიალოგში მიიღონ მონაწილეობა. მათივე თქმით, ყველა პოლიტპატიმარმა დიალოგის დაწყებამდე საპატიმრო უნდა დატოვოს.