მორაგბეების პოლიტიკური ლელო - დაპირისპირების პირველი რაუნდი მოგებულია. სპორტსმენებმა დანაპირები შეასრულეს და სახელისუფლებო კანდიდატს ქვორუმის შეკრების საშუალება არ მისცეს.
კენჭისყრაზე ქვორუმისთვის საჭირო 50 დელეგატიდან 44 გამოცხადდა.
ახლა რაგბის კავშირის ყრილობა 10-დან 30 დღემდე შუალედში ჩატარდება და ამჯერად ქვორუმისთვის 38 ხმა იქნება საკმარისი, თუმცა მორაგბეები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება ვერც 38 დელეგატს შეაგროვებს.