ლოქდაუნის შემდეგ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, მაგრამ მგზავრობა გაძვირდა

გამოქვეყნდა:

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგა, თუმცა ავტოსადგურებზე მისულ მოქალაქეებს ტრანსპორტი გაძვირებული დახვდათ. 

ტარიფი გაზრდილია დაახოებით 2-დან 5 ლარამდე. მძღოლები ამას იმით განმარტავენ, რომ საწვავის ფასი მომატებულია. ასევე გაზრდილია საყოფაცხოვრებო ხარჯებიც. 

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან და გაზრდილი ტარიფი მათთვის მიუღებელია. 

12 ლარი ღირდა სამტრედიამდე და 20 ლარი ღირს ახლა. გამიხარდა, მეგონა ვიმგზავრებდი შეღავათიან ფასებში, მაგრამ სად არის. ეს გამოიწვია მთავრობამ. - ამბობს ერთერთი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება 3 თვის შემდეგ აღდგა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი