სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა იანვარში 11.5%-ით შემცირდა.
ამ ვითარებამ მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, მაგრამ ხელისუფლებას კრიზისის აღიარება არ უნდა.
"ქართული ოცნება" არც ეკონომისტების რჩევებს უსმენს, რომლებიც დაჟინებით იმეორებენ, რომ პოლიტიკა შესაცვლელია და ეკონომიკის მთავარი წამალი ახლა, კორონავირუსის ვაქცინაა.