ოფიციალური მონაცემებით, იანვარში ეკონომიკის ვარდნა 11,5% იყო 

გამოქვეყნდა:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში ეკონომიკის ვარდნა 11,5 % იყო. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკის ვარდნა არასტაბილური ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია. "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის თქმით, ეკონომიკის ვარდნაზე უარყოფითი გავლენა კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულმა რეგულაციებმა და შეზღუდვებმა იქონია.

"ის რეგულაცია, შეზღუდვა თუ დამატებითი ბარიერი ამცირებდა ყოველწლიურად საგარეო ინვესტიციების რაოდენობას ქვეყნაში, რამაც თავისთავად ეს უარყოფთ შედეგი მოგვიტანა.

ეს არათანმიმდევრული, არასტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა რეგულაციების და შეზღუდვების ნაწილში ფაქტიურად იყო დამანგრეველი",-თქვა ვასო ურუშაძემ.

"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი სწრაფი ვაქცინაციაა.

"როდესაც ვამბობდით, რომ -11.5%-ით შემცირდა ეკონომიკა, ეს ნიშნავს, ათიათასობით უმუშევრად დარჩენილ ადმიანს, სიღარბის დონის ზრდას, სოციალური ფონის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას. გამოსავალი არის იმაში, რამდენად სწრაფად დავძლევთ კოვიდს, ანუ რამდენად სწრაფად ავიცრებით",-ამბობს გიორგი კეპულაძე.

გიორგი კეპულაძის თქმით, -11.5%-ით ეკონომიკის შემცირება ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის დონის ზრდას ნიშნავს.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი