"მთავარი არხი", "ტვ პირველი" და "ფორმულა" და კიდევ ზოგიერთები - ეს არის სატანის მიკროფონი - ამის შესახებ სხალთის ეპისკოპომა, მეუფე სპირიდონმა 25 თებერვალს ქადაგებაზე ისაუბრა.
"საქართველოზე არის საშინელი შემოტევა ბოროტი ძალების, ბნელი ძალების, თქვენც ხედავთ ახლა, რა ხდება. ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას ჩვენს პატრიარქს აუგად ისხენებენ. კაცმა, რომელმაც საქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული არადგინა ღვთის მადლით, და ეს ტელევიზიები, რომელია? "მთავარი არხი", რომ ჰქვია, "ტვ პირველი" და "ფორმულა" და კიდევ ზოგიერთები - ეს არის სატანის მიკროფონი, ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს და უფალს, რომ მოექცნენ, მოტრიალდნენ ისინიც. ღმერთმა ძალიან დიდი მადლი მისცეს და სინანული მისცეს ძალიან დიდი. უფალმა აღადგინოს დიდი ივერია", - ამბობს მეუფე სპირიდონი
აქვე გეტყით, რომ მეუფე სპირიდონს კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა, მან ერთერთი ქადაგებისას თქვა:
" რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და რა ოხრობა, სადაც ქრისტეა იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას", თუმცა, მოგვინაებიტთ ის COVID-19ით დაინფიცირდა.