რა კორონა, რა მორონა... - სამღვდელოება, რომელსაც კორონავირუსის არ სჯეროდა

გამოქვეყნდა:

რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და რა ოხრობა, სადაც ქრისტეა იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას - ასე ფიქრობდა ჯერ კიდევ 11 აგვისტოს სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი, რომელიც ამჟამად თავადაც კოვიდინფიცირებულია.

სასულიერო პირების ქადაგებებში პანდემიის პირველი ტალღის დროს ჩანდა, რომ საშიში ვირუსის მათ არ სჯეროდათ და მრევლსაც არწმუნებდნენ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად იყო შექმნილი და როგორც თავად ამბობდნენ "მასების მართვას" ისახავდა მიზნად:

"რა დღეში არიან, შეშინებულები, ზოგს გული მისდის შიშისგან, ზოგი კანკალებს, ზოგი ქუჩაში ვეღარ გამოდის, ზოგი საჭმელს აღარ ჭამს. ღიმილისმომგვრელიც არის და სატირალიც.  

ამაზე მეტი ხალხი ყოველდღე კვდება ნარკოტიკით და ვენერიული ავადმყოფობებით, მაინც ცოდვას არ ერიდებიან და მაინც გარყვნილებაში არიან ჩაფლულები. აი ადამიანის უგუნურება სადამდე მიდის...

რომ აკვირდები ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ შეგნებულად და გეგმაზომიერად არის გაკეთებული. ქრისტიანულად უნდა შევხედოთ ამ საქმეს 7 მილიარდი კაცი რა დღეში ჩააგდეს და ამოწმებენ როგორ შეიძლება დედამიწაზე მასების მართვა" - ამბობდა დეკანოზი დავით ქვლივივიძე თავის ერთერთ მიმართვაში.

დეკანოზი კორონავირუსით გარდაიცვალა.

თავად ვირუსის გარდა, სასულიერო პირებმა თავშივე გამოუცხადეს ბრძოლა ჯერ არშექმნილ ვაქცინას:

"თუ ყველა ადამინს დააძალებენ რაღაცის გაკეთებას, ეს ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება. იმპერატილად, რომ ეს აუცილებლად უნა გაიკეთო, ყოველგვარი ახსნის გარეშე, საყოველთაოდ, ყველამ, მე ამაში მონაწილეობას, პირადად არ მივიღებ" - ამბობდა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მაისში.

მიტროპოლიტს 7 ნოემერს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. ამჟამად მეუფე ნიკოლოზი გამოჯანმრთელებულია.

"ნიღაბი არ გვიშველის, ხელთათმანები არ გვიშველის, ღმერთის გარეშე, სულიწმინდის გარეშე არაფერი არ გვიშველის..." - ამბობდა მეუფე საბა გიგიბერია თავის ერთერთ ქადაგებაში, სადაც ის ვაქცინის წინააღმდეგ გამოვიდა.

ცნობილია რომ კორონავირუსის ვაქცინას ეწიააღმდეგება მამა შალვა კეკელიაც.

ცნობისთვის, კოროავირუსს საქართველოში 5 სასულიერო პირი ემსხვერპლა. საპატრიარქოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება შეცვლის თუ არა ღვთისმსახურების წესს შობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

ამირან გამყრელიძე კი სასულიერო პირებს რეკომენდაციების დაცვას სთხოვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი