
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard and Poor's-მა საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურიდან BB ნეგატიურამდე გააუარესა.
სააგენტოს თანახმად, 26 თებერვალს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებისთვის, COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი შედეგი იმაზე დიდი იყო, ვიდრე ელოდებოდნენ.
ნეგატიური პროგნოზი ასახავს საქართველოს შესაძლებლობის რისკს, გამოიმუშავონ ადეკვატური სავალუტო მოგება. ტურიზმის სექტორის აღდგენა ვაქცინების გლობალური გავრცელება იქნება. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ 2019 წლის დონის ტურისტული აქტივობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაბრუნდება, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. აღნიშნულია ისიც, რომ ოპოზიციურმა ძალებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტის წინ 11 კარავი დადგეს და ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
Standard and Poor's-ის თანახმად, შესაძლოა, რეიტინგმა 2022 წელს კიდევ დაიწიოს.