ცირკს დაემსგავსა ჩვენი ეკლესია - დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე სტეფანეს ბრძანებას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს, რომ საუბედუროდ, საქართველოს ეკლესია ცირკს დაემსგავსა, ის ჭყონდიდის ეპარქიის ახალი ეპისკოპოსის სტეფანეს პირველ ბრძანებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ეპარქიაში მყოფ ყველა დიაკონს ეძლევა ლოცვა კურთხევა, რომ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, დღესასწაულებზე და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში აღასრულონ.

"საუბედუროდ, ცირკს დაემსგავსა ჩვენი ეკლესია, წინა ჭყონდიდელი გრიგოლი ხომ საეკლესიო დოკუმენტებს გ. კაციად აწერდა ხელს და ახალ ჭყონდიდელ მღვდელმთავრად დადგენილი სტეფანე კალაიჯიშვილის ნომერ პირველი ბრძანების მიხედვით, ეპარქიის ყველა დიაკონი უნდა მსახურობდეს ეპისკოპოსთან და ეს ყოფილა უძველესი საეკლესიო წესი. ესე იგი მეუფე სტეფანეს მიხედვით სამრევლო ეკლესიებში და მონასტრებში წინამძღვრებთან დიაკვნების მსახურება საეკლესიო წეს-განგებას ეწინააღმდეგება.

ასეთი არაკომპეტენტურობა და მართლაც ანტიეკლესიური ცნობიერება რაც უცოდინრობითაა განპირობებული, მსოფლიო საკვირველებათა რიცხვშია შესატანი", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. 

მისი თქმით, გაოგნეულია თუ საიდან მოვიდა ასეთი არაკომპეტენტური, საეკლესიო წესის, ისტორიის არ მცოდნე, უვიცი ხალხი ეპისკოპოსად.

შეგახსენებთ, რომ სინოდის ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით, ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფედ სტეფანე გამწესდა. ამავე თემაზე: 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი