ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია - თურნავა

გამოქვეყნდა:

ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი, რომელიც დღეს ადგილზე, სქი-ქროსში მსოფლიო თასის შეჯიბრს დაესწრო. შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა:

დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი - სქი-ქროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ ქროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ბაკურიანში დასრულდა ახალი საბაგიროს და სასრიალო არეალის მშენებლობა, ასევე გაუმჯობესდა ხელოვნური გათოვლიანების კომპონენტი.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ზამთრის საკურორტო სეზონი წელს თითქმის სრულად ჩავარდა. მთელი ზამთრის განმავლობაში შეზღუდვების გამო არ მუშაობდა საბაგიროები და სათხილამურო ტრასები.

საკოორდინაციოს გადაწყვეტილებით, სამთო კურორტებზე საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი