რუსეთმა ხორბლის საბაჟო გადასახადი გაზარდა, საქართველო იმპორტს სხვა ქვეყნებიდან გეგმავს

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ხორბლის საბაჟო გადასახადი გააძვირა, რის გამოც, საქართველო მას გარკვეულწილად ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს. განიხილება უკრაინული და რუმინული ბაზრებიც. ამის შესახებ "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ფასის ცვლილებას არ გამოიწვევს.

"დღეიდან, 1-ლი მარტიდან გაიზარდა რუსეთიდან სემოტანილი ხორბლის საბაჟო გადასახადი და გახდა 50 ევრო. შესაბამისად, ამ ყველაფერმა საკმაოდ დაძაბა სიტუაცია მსოფლიო ბაზრებზე. რადგან რუსეთი ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა და ყველა ქვეყნისთვის გაძვირდა ხორბალი, აქედან გამომდინარე, შეიქმნა გარკვეული დეფიციტი. ამიტომ, რუსეთიდან შემოსული ხორბალი, გარკვეული რაოდენობით ჩანაცვლდა ყაზახური ხორბლით. ასევე, შეიძლება ჩანაცვლდეს უკრაინული ხორბლითაც, შესაძლებელია რუმინულიც იყოს.

ამ ეტაპზე მთლიანად არ გადავდივართ რუსულიდან ყაზახურ ხორბალზე, იმიტომ, რომ რაოდენობრივად ყახაზური ხორბლის რაოდენობა არ არის იმდენი, რომ მთლიანად ეყოს საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და სხვა ქვეყნებს. შესაბამისად, იქნება გარკვეულწილად ჩანაცვლება, მაგრამ არა მთლიანი რაოდენობით", - თქვა ლევან სილაგავამ.

მისივე განცხადებით, ქვეყანას დაახლოებით 2 თვის ხორბლის მარაგი მუდმივად აქვს და სახელმწიფო ასუბსიდრებს, რომ ქვეყანაში პური არ გაძვირდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი