
305 მილიონი ლარი ბოლო 6 წელიწადში - ეს მაჩვენებელი „ქართუ ბანკის“ წმინდა მოგებას ასახავს. ოლიგარქის განცხადება, რომ საქართველოში ბიზნესს მოგებისთვის არ აწარმოებს მისი მორიგი ტყუილი აღმოჩნდა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც კი ვერაფრით გაამართლეს.
ბანკ „ქართუს“ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ჭარბი მოგება არ ჰქონდა. 2007 წლიდან 2012 წლის ბოლომდე ბანკის ჯამური მოგება სულ 35 მილიონი ლარი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ქვეყნის მმართველი გახდა, ეს „ქართუ ბანკზე“ აისახა და მისი მოგება საშუალოდ, წლიურად 10-ჯერ გაიზარდა.
ივანიშვილის თანაგუნდელები დღეს ამტკიცებდნენ, რომ მათი ლიდერი საქართველოში ნაშოვნ ფულს ქველმოქმედებაში ხარჯავს.
ივანიშვილს ტყუილის არ სჯერა ოპოზიციას. საქველმოქმედო ინვესტიციის მითითებით გატაცებულ ოლიგარქს ოპონენტები ახსენებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საბანკო საქმიანობა მკაცრად რეგულირებული სფეროა და ყველა ბანკი ვალდებულია წლის ბოლოს საკუთარი ფინანსური ანგარიშგება წარმოადგინოს. სავარაუდოა, რომ ბანკი „ქართუ“ მხოლოდ აისბერგის წვერია და ეს არის მხოლოდ ის მოგებაა, რომელსაც ივანიშვილი ოფშორებში ვერ მალავს.