სარფიანი გარიგება კალაძე–ზარდიაშვილს შორის – COVID 19–ის კრიზისი მიწის ნაკვეთების სარფიან გასხვისებას ხელს ვერ უშლის

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიამ ბოგდან ხმელნიცკიზე მიწის ნაკვეთი ვანო ზარდიაშვილის ოჯახს გლდანში ცენტრალურ ადგილას, 1000 კვადრატულ მეტრში გაუცვალა.

ნადეჟდა კოვალევსკაია ვანო ზარდიაშვილის მამის კუთვნილ მიწაზე 29 წელია ვაგონში ცხოვრობს. ეხლა შიშობს, რომ აქედან გააგდებენ. მიწა გასხვისდა და მას  აღარავინ გააჩერებს. მიწის გასხვისების საკითხს კი მისი მონაყოლის თანახმად, ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი აგვარებდა.

განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ვანო ზარდიაშვილის მამას ბოგდან ხმელნიცკზე არსებული მიწის ნაკვეთი გლდანის ცენტრალურ ტერიტორიაში გადაუცვალეს, ხელს თბილისის მერი აწერს. თავად ყოფილი დეპუტატი დღეს ამბობს, რომ ამ სარფიანი გარიგების მიუხედავად, მერიამ მისი ოჯახი აზარალა.

ვანო ზარდიაშვილი ყვება, რომ ბოგდან ხმელნიცკის მიტოვებულ ადგილზე დიდი იმედებს ამყარებდა, მშენებლობის პროექტიც ჰქონდა და აშენებული ფართის გაქირავებასაც აპირებდა, მაგრამ მშენებლობის ნებართვა არ მისცეს და გლდანში 1000 კვადრატულში გაუცვალეს. თუმცა, დეპუტატს იმის თქმა დაავიწყდა, რომ გლდანში ის ადგილი, რომელიც მის ოჯახს მერიამ გადასცა, გაცილებით უფრო კარგ ადგილას არის და მისი საბაზრო ფასიც გაცილებით მაღალია.

კახი კალაძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება საკრებულოში უკვე შესულია და უახლოეს სხდომაზე გავა. ზარდიაშვილების ქონების საკითხზე თბილისის მერმა გადაწყვეტილება 10 აპრილს მაშინ მიიღო, როდესაც დედაქალაქში მკაცრი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. ოპოზიციის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მაშინ როდესაც თბილისის მოსახლოება შიმშილობს, იკარგება სამუშაო ადგილები, თბილისის მერის მეგობრები ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებით არიან დაკავებულები.

მომავალი საკრებულოს სხდომისთვის თბილისის მერიიდან 5 საკითხია შესული. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ არცერთი ამ საკითხებიდან ახალი კორონავირუსის გავრცელებას ან მოსახლოებისთვის ამ ეპიდემიის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი