"გაიგეთ, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანება მოხდება არა თქვენი, არამედ ბრიუსელის წესებით" | აუსტრევიჩუსი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

უვიზო მიმოსვლის საფრთხე რომ რეალურია ამის შესახებ ოცნების ხელისუფლება ევროპარლამენტიდან დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილეს - ნუ გახდებით პრეცედენტი  და  ნუ წაართმევთ ქართველ ხალხს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის პრივილეგიას - აცხადებს ევროპელი დეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი. ევროპარლამენტში ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენელი  ქართულ ოცნებას  კიდევ ერთხელ და მკაფიოდ განუმარტავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხდება ბრიუსელის და არა  ოლიგარქის ხელისუფლების წესებით. 

"თუკი თბილისში ვინმე ჰგონიათ, რომ მათ შეცდომებს საზღვარი არ აქვთ, რომ მათ არასწორ გადაწყვეტილებებს ლიმიტი არ აქვთ, ძალიან ცდებიან. მათ ვეტყვი, რომ არსებობს ზღვარი და საპასუხო ზომებიც. 

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პრეცედენტი არ არსებობს, ამით თავს ნუ დაიმშვიდებთ. შეიძლება საქართველო გახდეს პირველი პრეცედენტი და მე არ მინდა, რომ ეს ასე მოხდეს. მე არ მინდა, რომ ქართველები გახდნენ პირველი პრეცედენტი ამ კუთხით. ეს ძალიან მტკივნეული იქნება ჩვენთვისაც და ხალხისთვის. ამიტომ ვაკვირდებით მოვლენებს. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ევროკომისიას გააკეთოს ანალიტიკური რეპორტი საქართველოს შესახებ. ვფიქრობ, რომ კომისია იქნება ყურადღებით და ამიტომ მოდით, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ვნახოთ რა მოხდება. 

ვფიქრობ, თბილისში საკმარისი ცივი წყალი იქნება, რომ დაწყნარდნენ, ემოციებისგან გათავისუფლდნენ და  იფიქრონ ქვეყნის ინტერესებზე და არა თავის თანამდებობებზე" ამბობს აუსტრევიუჩუსი. 

ევროპარლამენტარი ეხმაურება პრემიერ კობახიძის ვიზიტს უნგრეთში და "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულებას პუტინის მეგობარ ვიქტორ ორბანთან. მისი თქმით, ტყუილია ის მოლოდინებიც, რომ უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის შემთხვევაში, ორბანის ხმა გადამწყვეტი იქნება:

მე არ ვიცი, რამდენი  სერიოზული პოლიტიკოსი წავა ბუდაპეშტში, როდესაც ორბანია პარლამენტში არ მგონია, რომ მას დიდი წონა აქვს, არ მგონია, რომ უკეთ ესმოდეს საქართველოს ევროპული მისწრაფებები, როგორც სხვა დედაქალებში, ან მისი პოზიცია გადამწყვეტი იყოს ამ მიმართულებით. 

სულაც არა. მას ხმის მიცემის უფლებაც კი არ ექნება ასეთ ვითარებაში. 

საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთი მოთხოვნა მექნება, გაიგეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მოხდება არა თქვენი, არამედ ბრიუსელის წესებით და არა ისე, როგორც ყირგიზეთშია. გთხოვთ, წაიკითხეთ და მიიღეთ ცოდნა,  როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ბრიუსელში და მერე  გადადგით ნაბიჯები. 

ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება უკან წევს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, აუქმებს თქვენს წარმატებებსა და მიღწევებს და არა მხოლოდ ეს კანონი. ჩვენ ვნახეთ სხვა გადაწყვეტილებები, გენდერული კვოტების კანონი, ოფშორის კანონი, რაც სრულიად საეჭვოა და ასე წვეთ-წვეთად ინგრევა კლდე და თუ ასე მოხდა, ვინ იქნება საფრთხეში, ჩვენ თუ ქართველები.  ასე, რომ მოუსმინეთ თქვენს ხალხს, იმოქმედეთ ბრიუსელის კანონების მიხედვით და არა თქვენი გამოგონილი წესებით, ძალიან გთხოვთ" - ამბობს პეტრას აუსტრევიჩუსი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი