ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს:
ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება
"ვიზიარი მარტის ბოლოდან აახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა", - თქვა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია - "ვიზიარ აბუ-დაბი" დაიწყებს.
"მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია ვიზეარ აბუ-დაბი და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ფრენებზე შეზღუდვა პირველ თებერვალს მოხისნა.