"მთავარის" ექსკლუზივი: "ოცნების" ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიწვია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ექსკლუზივი - "ოცნების" ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიწვია. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის წარდგენას მაღალ თანამდებობაზე. 

ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობას და თავად ელჩს აღნიშნული ინფრომაცია არც დაუდასტურებია და არც უარყვია.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ადასტურებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბება მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი ვიცე–პრემიერის თანამდებობას დაიკავებს.

თუ მართლა დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად, ანუ ადამიანი, რომელიც არის ქართული მართლმსაჯულების მიერ ცნობილი დამნაშავედ და დღეს არის ძებნილი, ეს, ცხადია, ძალიან დაამძიმებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი", – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, მათი შეფასებით, ხელისუფლება დიდ შეცდომას დაუშვებს თუ დიპლომატიურ ომს დაიწყებს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა დაუშვებელია. მათივე თქმით, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა სირიასთან და რუსეთთან არ აქვს, რადგან ჩრდილოელი მეზობელი ოკუპანტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი