"დაგაგვიანდათ ბატონებო, იმდენად დაგაგვიანდათ, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ"- ამ ფრაზით დახვდნენ რიონის ხეობის მცველები, ნამოხვანში უწყვეტი პროტესტის ადგილზე ჩასულ
ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, მაკა სულაძემ განაცხადა, ხეობაში გიგანტური ჰესი არ აშენდება და ეს ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს.
„დაგაგვიანდათ ბატონებო, იმდენად დაგაგვიანდათ, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ და ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების თვალწინ სპეცრაზმი ჩვენ კი არა, მათ იცავდა. ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს მიწას, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვისაც. სად აპირებთ თქვენ ცხოვრებას“, – ასე მიმართა ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს „რიონის ხეობის“ ერთ-ერთმა წევრმა, მაკა სულაძემ.
ნამოხვანში ჩასვლამდე მინისტრები ცაგერში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებმა ნათია თურნავას მონა, მოღალატე და ხეობის გამყიდველი უწოდეს.