გადათხრილი და მიტოვებული ქუჩები ზესტაფონში. მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული პირობები ადგილობრივებმა გააპროტესტეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქის მთავარი და სტრატეგიული ქუჩები ხელისუფლებამ არჩევნებამდე გადათხარა, იმის შემდეგ კი სამუშაოები ფაქტობრივად მიტოვებულია და ადგილზე სიმბოლურად ერთი ტრაქტორი მუშაობს.
"სამი მთავარი ქუჩაა გადათხრილი და პარალიზებულია და თანაც ეს ქალაქი ეკოლოგიურად ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და მტვერი დგას", - ამბობს, ოთარ მაღლაკელიძე
"ყველაფერი არეულია ამ ერთი ცენტრალური გზის გამო. უნიათო და უტვინო მთავრობა, მაპატიეთ ამ გამოთქმაზე, რა გააკეთეს საერთოდ?", - თქვა ქეთევან რობაქიძემ
ზესტაფონის მოსახლეობის აქციას ოპოზიციაც შეუერთდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ხდება "ქართული ოცნების" უუნარობისა და უმოქმედობის ბრალია.