"ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს არაერთი მოქალაქის გამოხმაურება მოყვა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ბერა ივანიშვილის კრიტიკის გამო დაემუქრნენ.
ერთერთი მათგანი თორნიკე ქარჩხაძეა, ის ჰააგაში მცხოვრები მუსიკოსია დღეს "მთავრთან" იხსენებს, როგორ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით "ქართულიც ოცნების" რეგიონული მდივანი, დიტო სამხარაძე.
ბერაზე და ბიძინაზე დავწერე რაღაც ხუმრობა. არ იყო კარგი ხუმრობა, არ ვამაყობ ამ ხუმრობით და შემომესია დიმიტრი სამხარაძე, და როგორც ჩანს, თავის გამოჩენა უნდოდა, მაშინ, იმ პერიოდში გახდა პარლამენტარი.
ჩემს ფოტოს პოსტავდნენ, ვითომ მეძებდნენ უნდა მოვეკალი, ასეთი ლაპარაკი იყო და ავრცელებდნენ.
მერე ვიღაცამ გაარკვია როგორღაც, ჩემს ფეისბუკზე, როგორც ჩანს ნახა, რომ ჰააგაში ვარ და არკვევდნენ ჰოლანდიაში, ვინ ჰყავთ და უნდა მოვეკალი. მაგათი მოკლული არ გაიშვას, -ამბობს თორნიკე ქარჩხაძე.
გუშინ, 6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში აუდიჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას გეგმავენ.
ამავე თემაზე: