"ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების სოციალურ ქსელში არაერთი ახალგაზრდის სტატუსი მოყვა, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის საჯარო კრიტიკის შემდეგ მათ ემუქრებოდნენ.
ერთერთი მათგანი ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძეა, რომელიც ამბობს, რომ სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერის შემდეგ ბერა ივანიშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირადად დაემუქრა.
მისივე თქმით, შემთხვევა 2016 წელს, მაშინ მოხდა, როდესაც ის ბათუმის ერთერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა.
"ბერა ივანიშვილმა სატელეფონო საუბარში მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ქართველი ადამიანისთვის ეს იყო ძალიან მძიმე შეურაცხყოფა, ეს იყო ოჯახის წევრებთან დაკავშირებით შეურაცხყოფა და თქვა, რომ თუკი მე ამ სტატუსს არ წავშლიდი მექნებოდა პირადი პრობლემები, მექნებოდა ოჯახის წევრების მიმართ პრობლემები
როდესაც გავწყვიტე ბერა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი, იმ დღეს და რამდენიმე დღის განმავლობაში უშიშროების სამსახურების თანამშრომლების მანქანები, რომელსაც ქართველები ბუნებრივია ვცნობთ, დამყვებოდნენ, როგორც სახლში, ასევე სამსახურში", - თქვა ტატო ცეცხლაძემ.
გუშინ, 6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში აუდიჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას გეგმავენ.
ამავე თემაზე:
შეაგინე ბერას - სოციალურ ქსელში, კანცელარიასთან, მორიგი აქცია დაიგეგმა