საპატრიარქოს პრესმდივანი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ამბობს, რომ მსგავსი რამ ქართულ ეკლესიაში კომუნისტების დროიდან არ მომხდარა.
მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, არც ერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა.. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდის, - ამბობს ჯაღმაიძე.
ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს სახელით დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა მეუფე სტეფანესაც :
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ - ამბობს ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძემ სამწუხარო უწოდა ჟურნალისტების დაშავებას და "მთავარი არხის" ჟურნალისტზეც ისაუბრა."ქალბატონი ემა ძლივს ავაცილეთ მაგ აივნიდან..." - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
მარტვილში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.
ამავე თემაზე: