ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი იყო დაგეგმილი პროვოკაცია მიმართული ამ ეპარქიის და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ - ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე საქართველოს საპატრიარქოში მორიგი განცხადება გაკეთდა.
საპატრიარქო დაპირისპირების უკან "პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს" ხედავს. როგორც მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, ასეთი დესტრუქციული ქმედებების დროს "ასეთ ადამიანებს აგულიანებენ ისინი, რომლებიც პოლიტიკასთან არიან შემხებლობაში"
მიქაელ ბოტკოველმა განმარტა როგორ და რატომ შეუჩერა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 2 სასულიერო პირს ღვითისმსახურების უფლება. როგორც საპატრიარქოში ამტკიცებენ, ორივე დიაკონს სიტყვიერი და წერილობითი შეგონებების მიუხედავად უარი თქვეს დემონსტრაციულად მღვდელმთავართან თანამწირველპობაზე, რაც კანონიკის დარღვევაა და სასჯელი დაედოთ.
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი იყო დაგეგმილი პროვოკაცია მიმართულია ამ ეპარქიის და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. გუშინდელმა კადრებმა დაგვანახა, რომ აქციაში მონაწილეთა ქცევა არ შეესაბამება მორწმუნეთა საქციელს და ვინც ამ პროცესებს გეგმავს, ძალმომრეობასაც აღარ ერიდებიან - ამბობს მიქაელ ბოტკოველი
მარტვილის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების უკან, პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს ტავად მეუფე სტეფანეც - მრევლიც არ იყვნენ ისინი, როგორც მე გავიგე ქუთაისიდან მოსული "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ - თქვა დღეს მღვდელმთავარმა
გუშინ, 8 მარტს, მარტვილში, მეუფის რეზიდენციაში ინციდენტი მაშინ მოხდა, რაც ჟურნალისტებს სურდათ გადაეღოთ კადრები, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ერთ-ერთ ოთახში მყოფი სასულიერო პირები. თვითმხილველების თქმით, მღვდელმსახურები შეეცადნენ ამის საშუალება არ მიეცათ მედიისთვის და ადგილიდან გაეყვანათ ჟურნალისტები. სწორედ ამ ძალადობის დროს გატყდა მოაჯირი და აივანზე მყოფები მეორე სართულიდან გადაცვივდნენ.