არაფრის დატოვებას არ ვაპირებ, არ ვთქვი მე გუშინ? რა მაქვს დასატოვებელი - მეუფე სტეფანე

გამოქვეყნდა:

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს განცხადებით, მარტვილის დატოვებას არ აპირებს, რადგან დასატოვებელი არაფერი აქვს. მისი თქმით, გუშინ მარტვილის ეპარქიაში "შეთქმულება" მოაწყვეს.

"რატომ გაინტერესებთ ასეთი კითხვების დასმა ვერ გავიგე. აპირებ თუ არა დატოვებას - არაფრის დატოვებას არ ვაპირებ, არ ვთქვი მე გუშინ? რა მაქვს დასატოვებელი, კაცო. რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, შეკრიბეს ხალხი, შეთქმულება მოაწყვეს. მე მოვიწვიე სამღვდელოების კრება და არავითარი, პერსა, ტელევიზია ან ხალხი არ იყო იქ მოსაყვანი", - თქვა მეუფე სტეფანემ.

მისი განცხადებით, ეს ადამიანები ეკლესიის მოწინააღმდეგები არიან და არა პირადად მისი. ასევე, როგორც მეუფე სტეფანე ამბობს, გუშინ მარტვილში ქუთაისიდან ჩამოსული "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იყვნენ.

"მრევლიც არ იყვნენ ისინი, როგორც მე გავიგე ქუთაისიდან მოსული "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ. ერთ-ერთი ძველი ამ პარტიული აქტივის წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარე თავკაცობდა ამ მიტინგს, რომელიც იქ მოაწყვეს. თითქოს ეკლესიაში მიტინგებით რამე უნდა გადაწყდეს", - თქვა მან.

გუშინ, 8 მარტს, მარტვილში, მეუფის რეზიდენციაში ინციდენტი მაშინ მოხდა, რაც ჟურნალისტებს სურდათ გადაეღოთ კადრები, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ერთ-ერთ ოთახში მყოფი სასულიერო პირები. თვითმხილველების თქმით, მღვდელმსახურები შეეცადნენ ამის საშუალება არ მიეცათ მედიისთვის და ადგილიდან გაეყვანათ ჟურნალისტები. სწორედ ამ ძალადობის დროს გატყდა მოაჯირი და აივანზე მყოფები მეორე სართულიდან გადაცვივდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი