საბჭოური ეკლესიების დარბევებს გვაგონებს.. - ჯაღმაიძე მარტვილის მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

საპატრიარქო ეკლესიის კანონიკის მიხედვით იმოქმედებს, რომელიც მღვდელმსახურების შეჩერებასაც ითვალისწინებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიის წარმომადგენლებთან თქვა. ის მარტვილის ეპარქიაში გუშინ მომხდარს გამოეხმაურა და მას "ეკლესიის რეზიდენციაში შეჭრა" კიდევ ერთხელ უწოდა. 

გუშინ რაც მოხდა, იყო სრულიად მოულოდნელი და გამაოგნებელი პრეცედენტი ძალით ეკლესიიის რეზიდენციაში შეჭრისა და ძალიან გვაგონებს ეს საბჭური ეკლესიების დარბევებს. გუშინდელი ინციდენტი იყო სრულიად მოულოდნელი და პროგნოზირებაც მიჭირს ხვალ რა შეიუძლება გააკეთონ.. მღვდელმსახურებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, მხოლოდ სიტყვიერი.. დეტალების თქმა მერე შემეძლება, როცა მოხდება კადრების გარჩევა" .. - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. 

მარტვილში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი