რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები დასრულებულია - პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.
"ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ძალიან ბევრი კლუბი ვერ მოვიდა, მე მესმის მათი, წელიწადნახევარია პრეზიდენტი არ ჰყავთ, ახლა უსწრაფესად უნდა დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს", - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.
კენჭისყრაზე იოსებ ტყემალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო, მან დელეგატთა უმრავლესობის ხმები მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ექსპო ჯორჯიის პავილიონთან, სადაც ყრილობა ტარდებოდა, იოსებ ტყემალაძე პოლიციის კორდონის მეშვეობით მიიყვანეს.