იწყება კომპანიების რეგისტრაცია, ვისაც ჯერ მუშაობა არ განუახლებია

გამოქვეყნდა:

დღეიდან იწყება იმ კომპანიების რეგისტრაცია, რომლებსაც მუშაობა ამ დრომდე არ განუახლებიათ. ჯანდაცვის სამინისტრო კერძო კომპანიების შემოწმებას ეტაპობრივად გეგმავს. ეს განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპის პრეზენტაციისას დროს გაკეთდა.  

ეს არის მათივე ინტერესი. ყველა ის უწყება, რომელიც ჩართულია ინსპექტირების პროცესში, მოახდენს სამუშაო ადგილებზე შემოწმებას, რამდენად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ორკვირიანი ინტერვალებით, ყველა დაანონსებული სექტორი იქნება მაქსიმალურად შემოწმებული, - აცხადებს ბექა ფერაძე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი. 

მისი თქმით, ბიზნეს სექტორი ბიზნესი ვალდებულია დღეს, 6 საათიდან დაიწყოს რეგისტრაციის პროცესი.

ყოველდღიურად ჯანდაცვის მინისტრის მიერ ყოველდღიურად გამოქვეყნდება კომპანიების სია, რომლებიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს და მათ, ორკვირიანი ინტერვალებით, მუშაობის გაგრძელების უფლება მიენიჭებათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი