დააბინძურეს რაგბი, ამ შეურაცხყოფას არ ვაპატიებთ - ვეტერანი მორაგბეები

გამოქვეყნდა:

არ მოვასვენებთ ჩვენ ამათ, ამ შეურაცხყოფას არ ვაპატიებთ - აცხადებენ ვეტერანი მორაგბეები, რომლებიც რაგბის კავშირის დრეს არჩეულ პრეზიდენტს მხარს არ უჭერენ და ამბობენ, რომ არჩევნებმა დარღვევებით, ძალადობის, პოლიტიკური ჩარევებისა და შანტაჟის ფონზე ჩაიარა.

როგორც ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი სპორტსმენები ამბობენ, აპირებენ ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებას და ტყემალაძესთან თანამშრომლობას გამორიცხავენ:

არ მოვასვენებთ ჩვენ ამათ, ამ შეურაცხყოფას არ ვაპატიებთ, ჩვენი გუნდის სახელით ვიძახი, თეორიული შანსი არ არის, რომ რამე დალაგდეს ჩვენ შორის, რადგან ეს რაგბის თემის შეურაცხყოფაა, ასევე ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფაა, რასაც არავის არ ვაპატიებთ" - ამბობს ბობა კვინიხიძე.

მჯეროდა, რომ რაღაც შეიძლება მომხდარიყო, როგორ ჩანს, გადაწყვეტილების მიმღები არავინ არ არის. როგორც ჩანს პრემიერმინისტრსაც არ ხელეწიფება გადაწყვეტილების მიღება და უფრო ზემოთ ხდება ეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეა- ამბობს ილია ზედგინიძე.

დღეს ყველანაირი უკანონობა დააკანონეს. ძალით წაღებული ხმებით ჩაატარეს არჩევნები. ფაქტები არის ძალიან სასირცხვილო და ამას უკანონობაც აღარ ქვია. ზოგი დააშინეს, ზოგი გადააყენეს, ზოგი მოისყიდეს და ასეთი ძალადობით მოსული ადამიანები რაგბს ვერ განავითარებენ - ამბობს რამაზ ხარაზიშვილი.

დააბინძურეს რაგბი. დღეს რაგბი გახდა ისეთი, სადაც ყველაფერი მოსულა. ჩვენ რაგბისტები ფასეულობებით ვამაყობდით, მაგრამ დღეს არანაირი ზღვარი აღარ არის. ასეთი ფორმით, ძალით ადამიანი მოვიდეს, სპორტი გინდა თუ რაც არ უნდა იყოს, არასწორია- ამბობს პალიკო ჯიმშელიძე.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. არჩევნები მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

სარაგბო სამყარო გამონაკლისების გარდა, ტყემალაძეს მხარს არ უჭერს და მასთან არც თანამშრომლობას აპირებს.

ექსპო ჯორჯიასთან, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა "მთავარი არხის" ოპერატორი, ასევე, იყო შემთხვევა, როცა გაურკვეველი ჯგუფის წარმომადგენლები "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაემუქრნენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი