"აკვიატებული ჰქონდა, უნდა მოვკლა ეს ბავშვიო"- გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა ქმარზე

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი 8 თვის ჩვილის დედა - ტრაგიკულ შემთხვევაზე ალაპარაკდა. ქალი ყვება, რომ ის 25 წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. დედა არ გამორიცხავს, რომ ტრაგედიის ღამეს ჩვილი სწორედ მისმა მეუღლემ მოგუდა, რომელიც სახლში მთვრალი დაბრუნდა და ქალს შვილების თვალწინ სცემა.

"აკვიატებული ჰქონდა, სულ ერთია, უნდა მოვკლა ეს ბავშვიო, ან ფეჩს შევუკეთებო, ან კიდე მოვკლავ მე ამ ბავშვსო. რო მესროლა ფეჩი, მე ზურგი მივუშვირე, ჩახუტებული მყავდა ბავშვი. ცოცხალი იყო მაგ დროს, სუნთქავდა ბავშვი.

თმებში რომ მწვდა ჩემი მეუღლე წავიქეცი, მე ვუთხარი ბავშვი უნდა მომიკლა-მეთქი?! და როგორც მე გამამწარესო, ისე თქვენ გამწარდებითო.

ცდილობდა, რომ ხელიდან გამოეგლიჯა და ან გადაეგდო, ან გამოესალმებინა სიცოცხლე. დავაწვინე საწოლზე, მერე რომ დავადე ყური, მივხვდვი, რომ ცოცხალი აღარ იყო",-ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა.

გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როცა დედას ხელში 8 თვის ჩვილი ეკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი