კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა - შსს გურჯაანის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

გურჯაანში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის შედეგად 8 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტს შსს ადასტურებს და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დაკავებულია ერთი პირი. 

"დაკავებულმა მეუღლეს, ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა.

შეგახსენებთ, გურჯაანში 8 თვის ჩვილი გუშინ ღამით გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, ბავშვის მამა დაკავებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი