2020 წელს, პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია - გოცირიძე

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომისტი და ექსპერტი რომან გოცირიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი 2020 წელს, ყველაზე დაბალია ბოლო 15 წლის განმავლობაში. 

"პირველად, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, რაც საქსტატი აწარმოებს აღრიცხვას, 2020 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი იყო მინუს 102,8 მილიონი დოლარი, ანუ კაპიტალი კი არ შემოვიდა, არამედ გავიდა.

2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 616,9 მილიონი დოლარი. ეს ყველაზე დაბალია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში. გასულ წელთან შედარებით კლება 52 პროცენტია. ამის მხოლოდ პანდემიით ახსნა არ იქნება სწორი. აქეთკენ მივდიოდით", - წერს რომან გოცირიძე. 

რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქსტატის ოფიციალური მონაცემების დამადასტურებელ გრაფიკულ მონაცემებსაც აქვეყნებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი