ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა დოჰას პრესტიჟული ტურნირის მეოთხედფინალში გაიმართა და 1 საათსა და 52 წუთს გაგრძელდა.
ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ტაილორ ფრიცი იქნება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.
"ის ჩემი კერპი იყო და დღეს მე ოცნება ამიხდა," - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მატჩის შემდეგ.