Qatar Open-ის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე დღეს ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.
აგუტიმ ნახევარფინალში რუსი ჩოგბურთელი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი ლეგენდარულ როჯერ ფედერერს სძლია.
ესპანელ ჩოგბურთელთან სტატისტიკაში ნიკოლოზ ბასილაშვილი 1:3 აგებს.
რაც შეეხება დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდს, გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულასა და 100 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს. ფინალი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.