რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 25:19 დაამარცხა. ამით ეროვნულმა ნაკრებმა წლევანდელ გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა მადრიდში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ორი ტურის შედეგად ბორჯღალოსნები სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ.
შემდეგი მატჩი 20 მარტს კალინინგრადში გაიმართება, საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება.