საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შენობა 3-ჯერ ვერ გაყიდა და აუქციონზე მეოთხედ გაიტანა

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებელმა კოსტავას 68 ნომერში მდებარე შენობა კიდევ ერთხელ ვერ გაყიდა და აუქციონი უკვე მეოთხედ გამოაცხდა. ქონების საწყისი ღირებულება 96 904 512 ლარია და ის აუქციონის მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით არის გატანილი.

ამ თემაზე ინფორმაციას თავად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. მათი განცხადებით:

  • პირველი აუქციონი 40 მლნ. დოლარის (ეკვივალენტი ლარში) საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა;
  • განმეორებით აუქციონზე ქონება 36 მლნ. დოლარად (ეკვივალენტი ლარში) გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა;
  • მესამედ ქონება აუქციონზე 32, 4 მლნ. დოლარად (ეკვივალენტი ლარში) გავიდა, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა.

ტელევიზია აცხადებს, რომ შემდეგ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და საარჩევნო პროცესებიდან გამომდინარე მენეჯმენტა აუქციონის პროცედურები დროებით შეაჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი