ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებას დოჰას ტურნირზე საზოგადოების არაერთგავროვანი შეფასებები მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს ოჯახში ძალადობის ფაქტს ედავებიან, რის გამოც საზოგადოების აზრი ორად გაიყო.
ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრებები აქვთ მახრეების ადვოკატებსაც. "იმედის" ეთერში ბასილაშვილის ადვოკამტა, ირმა ჭკადუამ აღნიშნა, რომ ისე გამოდის თითქოს ანა აბაშიძისა და ბაია პატარაია ზრუნავენ ლუკა ბასილაშვილზე და ნიკოლოზ ბასილაშვილი არ ზრუნავს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ემუქრებიან საზოგადოებას, ემუქრებიან მოსამართლეებს და ვინაიდან აღნიშნული საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ, და მას უნდა ჰქონდეს თავისუფალ გარემოში გადაწყვეტის მიღების შესაძლებლობა", - თქვა ბასილაშვილის ადვოკამტა, ირმა ჭკადუამ "იმედის" ეთერში.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წევრის, ანა არღანაშვილის თქმით, ისინი ფაქტებს ასაჯაროებენ, რაც მათი მოვალეობის ნაწილია, რადგან საზოგადოების მხრიდან საქმეზე მაღალი ინტერესია. ადვოკატებმა ტელეკომპანიას სთხოვეს, მიეცათ შესაძლებლობა აღნიშნულ ეთერში მონაწილეობა თავადაც მიღოთ, თუმცა არავინ დაკავშირებიათ.
"მხარემ აირჩია სტრატეგია, ჩვენზე ზეწოლის განცხორციელების, და გამოიყენა ის გარემოა, რომ ქვეყანაში ზოგადად არასამთავრობოების მიმართ, აქამდეც იყო შევიწროება და ზეწოლა, განსაკუთრებით ხელისუფლებას არ მოსწონს კირტიკული ხმის მქონე არასამთავრობოები, ეს არგუმენტად გამოიყენეს. მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში იყო ძალიან აგრესიული გზავნილები", - თქვა ანა არგანაშვილმა.
ადვოკატ, ანა აბაშიძის განცხადებით, სახელმწიფო ძალიან ყუარდღებით უნდა იყოს, რადგან საქმიანობაში ხელშეშლის და ჩარევის მცდელობაა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი 13 მარტს მოიგო. მას ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასაამრთლომ 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ძალაში დატოვა შემაკავებელი ორდენები.
სასამართლო პროცესი დასრულებული არაა. სპორტსმენი ბრალს არ აღიარებს.