ჩაიშალოს! გავაგდოთ ინვესტორი! გაჩერდესს! არ არის ჩვენი ლექსიკა - თურნავა ნამოხვანჰესზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები ისმის რასაც ეკოლოგიასთან კავშირი არ აქვს. ნათია თურნავას თქმით, პროტესტი უფრო და უფრო რადიკალური ხდება, ხელისუფლებისთვის კი ულტიმატუმის ენა მიუღებელია:

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან და პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა." ამბობს თურნავა.

რაც შეეხება მისი გადადგომის მოთხოვნას, რომელიც ასევე აქციაზე გაჟღერდა, როგორც თურნავა ამბობს, ეს პრემიერმინისტრის გადასაწყვეტია.:

მოწოდებები, რომ ჩაიშალოს! გავაგდოთ ინვესტორი! გაჩერდეს! არ ავაშენოთ! - არ არის ჩვენი ლექსიკა - ამბობს თურნავა.

რიონის ხეობის მცველები ითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას. იმ შემთხვევაში კი თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჰესების მოწინააღმდეგეთა აქცია უკვე თბილისში გადაინაცვლებს და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნაც დაემატება. 

ცნობისთვის, პროტესტის 141-ე დღეს, 14 მარტს, ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი