ქუთაისი - წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში ჩავარდნილი ავტომობილი მძიმე ტექნიკის საშუალებით ამოიყვანეს. მანქანა შსს-ს ეკუთვნის და "მთავარის" ინფორმაციით, მას ქუთაისის პოლიციის სამმართველოს შიდა განყოფილების უფროსი მართავდა.
მძღოლს ალკოტესტიც ჩუტარდა, ის ნასვამი არ აღმოჩნდა.
"მთავარის" ინფორმაციით, პოლიციელმა საგამოძებო ორგანოს უთხრა, რომ გუშინ სმენაში იყო, დღეს დილით, სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას კი საჭესთან ჩაეძინა, რის შემდეგაც ავტომობილი გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ხევში ჩავარდა.
ადგილზე მობილიზირებული სამართალდამცველები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
იხილეთ ასევე: