„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ პენსიების ინდექსაციის გეგმას ეკონომისტები აკრიტიკებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ მოხუცებისთვის ამჟამინდელი შემოსავალი მიზერულია და 20-25 ლარით ზრდა მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს.
ფინანსისტის, გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ფრთხილობს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით, რადგან არ არიან დარწმუნებულები, რომ გამოწვევებს გაუმკლავდებიან.
რა ინფლაციაც გვქონდა ამ ხნის განმავლობაში, არ მგონია, რომ 20-25-ლარიანი ზრდა პენსიაში მართლა კომპენსაციას აკეთებდეს იმ გაზრდილი ფასებისთვისა, რაც უკვე გვქონია. რეზერვი იმის, რომ მართლა ყველაზე უფრო გაჭირვებულებს დახმარება ჰქონდეს, არ არის ბიუჯეტში“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.
მომატებული თანხა რომ რეალურ პრობლემებს არ მოუხსნის პენსიონერებს, ამაზე „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე საუბრობს. მისი თქმით, მოხუცები შემოსავალს ძირითადად იმ პროდუქტებში ხარჯავენ, რომლებიც ინფლაციის გამო ხშირად ძვირდება.
ვზრდით არა რეალურ, არამედ ნომინალურ პენსიას. რეალური მსყიდველობითი უნარი დამატებული 20 ლარითაც, იმ პენსიას მომავალ წელსაც იგივე ექნება. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს კი არ ვუზრდით პენსიას, უბრალოდ, კიდევ უფრო მეტად არ ვაღარიბებთ“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
ფინანსთა სამინისტრო პენსიის ინდექსაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს. ამ ცვლილებებით 70 წლამდე პირებისთვის პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 25 ლარით გაიზრდება.