"ჩაერთეთ ვაქცინაციის პოპულარიზაციაში" - ეკლესიის უარი ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების თხოვნაზე, ჩაერთოს ვაქცინაციის პოპულარიზაციაში, ეკლესია უარს ამბობს. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროცესი ჩავარდნის ზღვარზე აღმოჩნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სინოდს საჯაროდ მიმართა. 

საპატრიარქოში ამბობენ, რომ ვაქცინასთან მიმართებით, ეკლესია 11 თებერვლის სინოდის განჩინებით ხელმძღვანელობს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეკლესია ვაქცინაციის პროცესის ნებაყოფლობითობას მიესალმება.

ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

სინოდს ვაქცინაციის პოპულარიზაციაში დახმარება 16 მარტს ამირან გამყრელიძემ სთხოვა.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი