ვაქცინაციის პროცესში და საინფორმაციო კამპანიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი დახმარებას ეკლესიას სთხოვს. ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდის წევრებს მიმართავს, რომ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარონ.
მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია, ვაქცინაცია არის მეცნიერულად დასაბუთებული და მოგეხსენებათ ეკლესიას და მეცნიერებას ყოველთვის აქვს სინერგიული დამოკიდებულება, ამიტომ გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიდოში იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმებზე უფრო ძლიერ" მიმართავს გამყრელიძე სასულიერო პირებს
მაშინ, როდესაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დიდი ნაწილი ვაქცინაციის მისაღებად არ რეგისტრირდება, ხელისუფლება არც იმას გამორიცხავს, რომ დარჩენილი ვაქცინა სხვა მიზნობრივ ჯგუფებზე მიმართოს.
ამავე თემაზე:
თუ ჩვენ წელს 1 700 000 ადამიანი ავცერით, ეპიდემიას დავამარცხებთ - გამყრელიძე