თბილისში ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც გადაკეტილია, ამ წუთებში სეისმოლოგები უნდა შევიდნენ. მიზეზი, გუშინ, 17 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალა გახდა, სადაც ჩანს რომ ტერიტორია დამეწყრილია. სეისმოლოგები ახლა სწორედ ინფორმაციის ნამდვილობას შეამოწმებენ.
ჯერ კიდევ 16 მარტს, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა".
რა ხდება ტერიტორიაზე და რამდენად რეალურია საფრთხე - ამას, სეისმოლოგები ადგილის დათვალიერების შემდეგ იტყვიან.
ადგილზე "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფიც მუშაობს და უახლოეს ინფორმაციას ჩვენს მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.