მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება - მერიის განცხადება მეწყრულ პროცესებზე

გამოქვეყნდა:

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე მეწყერული პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. წერს, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. დედაქალაქის მერიის განმარტებით, ეს ინფორმაცია საზოგადოებაში პანიკის დათესვას ემსახურება.

შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია. უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი