ბილეთების მფლობელებს კომენდანტის საათი არ შეეხებათ - ფეხბურთის ფედერაცია

გამოქვეყნდა:

საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება. დინამო არენას მაგალითზე ეს დაახლოებით 17 ათასი მაყურებელია. მათ შორის კი აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

ბილეთები ელექტრონულად, პირადი ნომრის მეშვეობით გაიყიდება, ბილეთის მფლობელი გულშემატკივარი კი კომენდატის საათის დროს მოძრაობას ავტომატურად შეძლებს. 

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 28 მარტს გაიმართება, მანამდე კი საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას შვედეტში ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართავს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი