Wizz Air, ქუთაისიდან, 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილს აუქმებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო შეზღუდვები და ევროკავშირის რეგულაციებია.
ცნობილია, რომ კომპანიამ ფრენები იტალიისა და გერმანიის ქალაქების მიმართულებით შეაჩერა.
Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ, - ამბობს Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო.
მანამდე კი, 4 მარტს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ Wizz Air-ი მარტის ბოლოდან ქუთაისის აეროპორტში ფრენებს მარტის ბოლოდან აღადგენდა.