პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახაცლციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანთან მიმართებაში კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი აღარ აქვთ. მისი თქმით, ნებიმისერ დროს შეიძლება პაციენტს გული კვლავ გაუჩერდეს.
"ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, აღნიშნული კი გამოწვეულია, სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია, ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ", - თქვა ლევან რატიანმა.
ამავე კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, მედდას სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.