მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ტვინი ჯერ ცოცხალია - ტურძელაძე 27 წლის ექთანზე

გამოქვეყნდა:

ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმყოვანილი 27 წლის ექთანის მდგომარეობა ისევ მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, მედიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ლალი ტურძელაძე აცხადებს, რომ 

"ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ კიდევ 24 საათის შემდეგ, მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან ღამით მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, სუნთქვის აპარატთან არის სინქრონში, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა", - თქვა ლალი ტურძელაძემ. 

მისივე განცხადებით, პაციენტის წნევის რეგულირება 3 მედიკამენტის დახმარებით ხდება. მედიკოსები ელოდებინა, რომ ვაქცინაციიდან 24 საათი გავიდეს, რათა მდგომარეობა შეფასდეს.

ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, მედდას სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი