ქალი, რომელიც არასრულწლოვნებისგან ბოდიშს დამამცირებელი ფორმით ითხოვდა, გირაოთია გათავისუფლებული

გამოქვეყნდა:

არასრულწლოვანის ბებია, რომელმაც შვილიშვილის თანატოლები დააბულინგა და ბოდიშის მოხდის მოთხოვნით დააჩოქა, გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამის შესახებ ლაგოდეხის მინიციპალიტეტის რესურსენტრში საუბრობენ:

მაშინ ხო დისტანციურად სწავლობდნენ და მიმოწერა იყო, ერთმანეთს წერდნენ რაღაცებს და ერთ-ერთმა მოსწავლემ დაწერა ესეთი სიტყვა და ბიჭებმა იფიქრეს გოგოებმა წაიკითხეს ეს სიტყვა და უნდა გავუსწორდეთო. დააჩოქეს, ბოდიში მოახდევინეს და თან  გადაიღეს. ჯგუფში დადეს, რომ კლასელებს ენახათ. ბებიამ იმავე ფორმით იძია შური, დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა. თავიდან კი დააკავეს, მაგრამ სიმართლეს სანამ დაადგენდნენ, გამოძიებასთან ითანამშრომლა და გირაოთი გაათავისუფლეს -აცხადებენ რესურსცენტრში.

არაადამიანური მოპყრობის ფაქტი ლაგოდეხში დაფიქსირდა. მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარ კონფლიქტში ოჯახები ჩაერთნენ.

შსს - მ გამოძიება  სსკ-ის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი