"თუ ვერ იტირებთ თვალებს გამოგთხრით და მაინც აგატირებთ" - არაადამიანური მოპყრობა ბავშვების მიმართ, ლაგოდეხში

გამოქვეყნდა:

არაადამიანური მოპყრობის ფაქტი კახეთში- ლაგოდეხის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარ კონფლიქტში ოჯახები ჩაერთნენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ჩხუბი ბიჭებს შორის მეგობარი გოგონას გამო დაიწყო, რა დროსაც ერთ- ერთ მოსწავლეს ამ უკანასკნელებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

ფაქტის შესახებ მოგვიანებით ცნობილი გახდა ნაცემის ბებიისთვის, რომელიც წარსულში სასაზღვრო ჯარში მუშაობდა.

ბებიამ ორ მოსწავლეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. გადაღებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ ქალი ბავშვებს შეურაცხყოფას აყენებს.

ვიდეოს ჩანაწერის შესახებ სკოლის მანდატურის სამსახურის წარმომადგენელისათვის გახდა ცნობილი, რომელმაც შსს_ს ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს მიმართა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი