საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 23:6 დაამარცხა

გამოქვეყნდა:

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით - 23:6 დაამარცხა. ამით ეროვნულმა ნაკრებმა წლევანდელ გათამაშებაში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა კალინინგრადში ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

ბორჯღალოსნებმა რუსეთს 3 უპასუხო ლელო გაუტანეს და ბონუსით გაიმარჯვეს.

შემდეგი შეხვედრა 28 მარტს, 15 საათზე რუმინეთის წინააღმდეგ გაიმართება. ამჯერად ეროვნული ნაკრები სამშობლოში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი