მოძრაობა "საქართველოსთვის" კომენდანტის საათს ამჯერად უკვე მარნეულში დაარღვევს,. ეს გადაწყვეტილება აქტივისტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვლისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის 1 ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა:
საქართველოს ხელისუფლებამ, არ გაითვალისწინა ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების თხოვნა, ერთი დღით კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით, რათა მათ სრულფასოვნად აღენიშნათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული!
ამიტომ, ვუცხადებთ სოლიდარობას და ხვალ, 21 საათის შემდეგ, მარნეულის ქუჩებში, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ დღესასწაულის აღნიშვნაში!
პოლიტიკური კომენდანტის საათი უნდა დასრულდეს!" აცხადებენ მოძრაობაში
ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა ხელისუფლებას კომენდანტის საათის მოხსნა 21 მარტისთვის, 1 ღამით სთხოვეს, ვინაიდან ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ძირითადი რიტუალები ღამის საათებში ტარდება.
ამავე თემაზე: